ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, "ქართული ოცნების" ხელწერა

ქართული ოცნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომა გამართა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და ციტრუსის სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ხელისუფლების პრიორიტეტებსა და მოსახლეობის ნდობის მნიშვნელობას.

ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, "ქართული ოცნების" ხელწერა
ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, "ქართული ოცნების" ხელწერარუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე. იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, მთის კურორტების განვითარების და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება, ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე, მოახლოებული ციტრუსის სეზონისთვის მზადების პროცესსა და ფერმერების მხარდაჭერაზე. მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებისა და შესაბამისი უწყებების კოორდინაციის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და გასული პერიოდის მიღწევებთან ერთად, კონკრეტულ გამოწვევებზეც ისაუბრა და მოსახლეობის ნდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ჩვენ ერთიან ძლიერ გუნდს - ქართულ ოცნებას, მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - მისი პრაგმატული პოლიტიკით, ეროვნული მისწრაფებებით; ამ ეროვნული სულისკვეთებით ჩვენ ვმართავთ სახელმწიფოს და წლიდან წლამდე იზრდება ნდობაც.

ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ შრომა ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ღირსეული პირობების შექმნის თვალსაზრისით.

სწორი ნაბიჯებით მივდივართ წინ, ვაძლიერებთ ყველა დარგს, ყველა მიმართულებას და ამის ნათელი მაგალითია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, მისი გზავნილები, მისი სწორი, პრაგმატული მიდგომა. მინდა ციტატაც მოვიყვანო ამ გამოსვლიდან : „იშვიათია ქვეყნები, რომელთაც მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობა ასე ღრმად შეიძლება ესმოდეს, როგორც საქართველოს”- და რა თქმა უნდა ყველაზე კარგად ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა.

ნდობა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გვიცხადებს, არის ჩვენთვის უმთავრესი და ამას გაფრთხილება სჭირდება.

მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას - ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ ხელწერა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ჩვენ ერთიან ძლიერ გუნდს - ქართულ ოცნებას, მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - მისი პრაგმატული პოლიტიკით, ეროვნული მისწრაფებებით; ამ ეროვნული სულისკვეთებით ჩვენ ვმართავთ სახელმწიფოს და წლიდან წლამდე იზრდება ნდობაც. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ შრომა ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ღირსეული პირობების შექმნის თვალსაზრისით. სწორი ნაბიჯებით მივდივართ წინ, ვაძლიერებთ ყველა დარგს, ყველა მიმართულებას და ამის ნათელი მაგალითია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, მისი გზავნილები, მისი სწორი, პრაგმატული მიდგომა. მინდა ციტატაც მოვიყვანო ამ გამოსვლიდან : „იშვიათია ქვეყნები, რომელთაც მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობა ასე ღრმად შეიძლება ესმოდეს, როგორც საქართველოს”- და რა თქმა უნდა ყველაზე კარგად ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა. ნდობა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გვიცხადებს, არის ჩვენთვის უმთავრესი და ამას გაფრთხილება სჭირდება. მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას - ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ ხელწერა“
ზურაბ პატარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.