ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მოხარული ვიქნებით, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აღწევს" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა, რომელმაც საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვისა და მედიკამენტების ფასების რეგულირების რეფორმები მოუწონა.

"მოხარული ვიქნებით, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აღწევს" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა
"მოხარული ვიქნებით, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აღწევს" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდარუსთავი 2

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.

ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი ბელგიის მიერ ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა.

განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.

მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.

"დღეს აქ ვიმყოფები, როგორც ბელგიის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი. ჩამოვედი, რათა წარმედგინა ჩემი ხედვა და სამოქმედო პროგრამა ორგანიზაციის შესახებ.

საქართველო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და 2027 წლის იანვრის ბოლოს კანდიდატების შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს სამოქმედო პროგრამაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. საქართველოსთან მრავალი წელია ვთანამშრომლობ. მინდა მივულოცო ქვეყანას და განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, რომელიც პირველადი ჯანდაცვის განვითარებას ეფუძნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება ადამიანებთან, მათ საცხოვრებელ ადგილებთან უფრო ახლოს მივიტანოთ.

ასევე მინდა გამოვყო ფარმაცევტული ფასების რეგულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც ხელს უწყობს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მათ გაიაფებას, შედეგად კი მოქალაქეების მიერ მედიკამენტებში ჯიბიდან გადახდილი თანხის შემცირებას. ეს ყოველთვის ძალიან რთული საკითხია. მოხარული ვიქნებით, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და საერთაშორისო და გლობალურ დონეზე წარმოვაჩინოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აღწევს", - განაცხადა კლუგემ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში აქტიური ჩართულობა, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული კანდიდატის ხედვა სამომავლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შემდგომი განვითარების თაობაზე" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორის არჩევნებზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს აქ ვიმყოფები, როგორც ბელგიის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი. ჩამოვედი, რათა წარმედგინა ჩემი ხედვა და სამოქმედო პროგრამა ორგანიზაციის შესახებ. საქართველო ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და 2027 წლის იანვრის ბოლოს კანდიდატების შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს სამოქმედო პროგრამაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. საქართველოსთან მრავალი წელია ვთანამშრომლობ. მინდა მივულოცო ქვეყანას და განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, რომელიც პირველადი ჯანდაცვის განვითარებას ეფუძნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება ადამიანებთან, მათ საცხოვრებელ ადგილებთან უფრო ახლოს მივიტანოთ. ასევე მინდა გამოვყო ფარმაცევტული ფასების რეგულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც ხელს უწყობს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მათ გაიაფებას, შედეგად კი მოქალაქეების მიერ მედიკამენტებში ჯიბიდან გადახდილი თანხის შემცირებას. ეს ყოველთვის ძალიან რთული საკითხია. მოხარული ვიქნებით, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და საერთაშორისო და გლობალურ დონეზე წარმოვაჩინოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აღწევს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები