ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში აქტიური ჩართულობა, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული კანდიდატის ხედვა სამომავლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შემდგომი განვითარების თაობაზე" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორის არჩევნებზე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა. სარჯველაძის განცხადებით, არჩევანის გაკეთებისას მთავარი კრიტერიუმი ორგანიზაციის განვითარებისა და საქართველოსთვის არსებული პერსპექტივების შესახებ კანდიდატის ხედვა იქნება.

"მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში აქტიური ჩართულობა, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული კანდიდატის ხედვა სამომავლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შემდგომი განვითარების თაობაზე" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორის არჩევნებზე
"მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში აქტიური ჩართულობა, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული კანდიდატის ხედვა სამომავლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შემდგომი განვითარების თაობაზე" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორის არჩევნებზერუსთავი 2

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა. კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი ბელგიის მიერ ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მან მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. საბოლოო გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის არჩევისას მნიშვნელოვანი იქნება მისი ხედვების შეფასება როგორც ჯანმოს სამომავლო განვითარებასთან, ისე ამ პროცესში საქართველოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში აქტიური ჩართულობა იმ კუთხით, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული კანდიდატის ხედვა სამომავლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შემდგომი განვითარების თაობაზეც და ასევე, იმ პერსპექტივების შესახებ, რასაც შეიძლება ასეთი განვითარება სთავაზობდეს ჩვენს ქვეყანას. სწორედ ეს იქნება მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის არჩევანის გაკეთებისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ასეთი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"მოხარული ვიქნებით, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა აღწევს" - მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში აქტიური ჩართულობა იმ კუთხით, რომ კარგად შევაფასოთ თითოეული კანდიდატის ხედვა სამომავლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შემდგომი განვითარების თაობაზეც და ასევე, იმ პერსპექტივების შესახებ, რასაც შეიძლება ასეთი განვითარება სთავაზობდეს ჩვენს ქვეყანას. სწორედ ეს იქნება მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის არჩევანის გაკეთებისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ასეთი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში, ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები