მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში, ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კოპენჰაგენში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიასა და ჰანს კლუგეს მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიაში მონაწილეობს.
მინისტრი, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩ ნატა მენაბდესთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს, მიწვევით გამართულ შეხვედრას დაესწრო.
მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, ჯანდაცვის სისტემების განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ძალისხმევის როლზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…