პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Anadolu Agency: ლიბია უკრაინისგან ბენღაზის მახლობლად ჩატარებული სამხედრო ოპერაციების გამო განმარტებას მოითხოვს

ლიბია უკრაინისგან ოფიციალურ განმარტებას ითხოვს ბენღაზის მახლობლად რუსეთის გემებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აიღო.

Anadolu Agency: ლიბია უკრაინისგან ბენღაზის მახლობლად ჩატარებული სამხედრო ოპერაციების გამო განმარტებას მოითხოვს
იმედინიუსი

ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობა უკრაინისგან ოფიციალურ განმარტებას ითხოვს რუსეთის გემების წინააღმდეგ ბენღაზის მახლობლად ჩატარებული სამხედრო ოპერაციების გამო. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.

ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აუცილებელია გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, გამოიყენებოდა თუ არა თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის ლიბიის ტერიტორია ან ინფრასტრუქტურა.

ლიბიის საგარეო უწყების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი ლიბიის სანაპიროსთან კვირას განხორციელებულ საზღვაო თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იღებდა. მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა რუსული სამხედრო ხომალდი ჩაძირეს და სატვირთო გემს დაარტყეს.

სამინისტრომ უკრაინული მხარის განცხადებების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა და კატეგორიულად უარყო ლიბიის ტერიტორიაზე ან ტერიტორიულ წყლებში უცხო ქვეყნის ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა.

უწყების განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება არცერთ მხარეს არ აძლევს უფლებას, სამხედრო მოქმედებები ლიბიის ტერიტორიაზე გადაიტანოს ან ქვეყნის სუვერენული სივრცე ანგარიშსწორების არენად გამოიყენოს. სამინისტროს შეფასებით, მსგავსი ქმედებები გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ბენღაზის მახლობლად რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ შვიდი ადგილობრივი წარმოების საზღვაო უპილოტო აპარატის გამოყენებით ჩაძირეს, ასევე გაანადგურეს სამხედრო ვერტმფრენი Ка-27. მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსულ სატვირთო გემზე MV Angara-ზეც, რომელსაც, უკრაინული მხარის მტკიცებით, მოსკოვი შეიარაღების გადასაზიდად იყენებს. ზელენსკიმ ოპერაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის საპასუხო მოქმედებად შეაფასა.

Anadolu Agency-ს ინფორმაციით, ლიბიურმა წყაროებმა კვირას საღამოს განაცხადეს, რომ ბენღაზის პორტში მდგარ რუსულ სამხედრო ხომალდზე უპილოტო კატარღებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ქალაქის სანაპიროსთან ცალკე თავდასხმის სამიზნე მალტის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემიც გახდა. მისი ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაძირეს და რუსულ სატვირთო გემს დაარტყესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები