ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში”– კობახიძე

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზარტული თამაშების ტურნირებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არსებითი ცვლილება არ შემოაქვს და თუ დიდი თანხა შემოვა, ის სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.

“დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში”– კობახიძე
“დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში”– კობახიძეალია

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად პარლამენტში დამტკიცებულ კანონზე საუბრისას, თქვა:

„სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად, აქ არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითონ მაგალითად საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელო არის ის ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტი ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ლობისტებს, რეალურად, ლობისტები კი არ ჰყავს, ინიციატორები ჰყავს ამ კანონონპროექტს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს გავიგე მას შემდეგ, რაც დაინიცირდა, მერე გაკეთდა კონკრეტული განცხადებები. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებზე - საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით - არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შემოდის და ფართო დისკუსია არ იყო საჭირო
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
  4. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ფართო დისკუსია არ იყო საჭირო" - კობახიძე „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ ჩატარების შესახებ კანონზე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შოთა ბერეკაშვილი – აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი საქართველოში საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას დაარეგულირებს, აუცილებელი პირობაა, რომ მონაწილეთა 70% უცხოელი უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები