პარლამენტმა კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება მის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევდა
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, საიდანაც ამოიღო პუნქტი არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზებისთვის 150 000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება მის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას არ გამოიწვევს.
ამ შინაარსის პუნქტი, რომელიც “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების ინიცირებულ ვარიანტში ეწერა, განხილვის პროცესში ამოიღეს. კანონი ითვალისწინებს 50 000 ლარიან ჯარიმას საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისათვის.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება.
2-დღიანი განხილვის პროცესში პროექტი დაკორექტირდა და გადაწყდა, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მასში მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, ნაცვლად 70%-სა, რაც ასევე პროექტის პირვანდელი ვარიანტით იყო განსაზღვრული.
საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და კენჭისყრის შედეგით 73 - მომხრე, 5- წინააღმდეგი, საბოლოო მოსმენით მიიღეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასამორინეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაკორექტირდა - საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება, რომ მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ
პარლამენტმა კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარებას ეხება
სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ
პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…