ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს აღარ გადაიხდის, თუ საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება და მონაწილეთა 80% უცხოელია.

პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა „აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცაფორმულა

"ოცნების" პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 73-მა წევრმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ხუთმა.

კენჭისყრამდე საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში ცვლილება განხორციელდა.

კერძოდ, მისი თქმით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის განმარტებაში დაზუსტდა, რომ მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.

მისივე განმარტებით, ასევე განხორციელდა რედაქციული სახის ცვლილებები.

მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი განისაზღვრება როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.

დგინდება, რომ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის თუ იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის.

ასევე, დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში – საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა იწვევს მის დაჯარიმებას 150 000 ლარით.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 3
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისამორინეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაკორექტირდა - საერთაშორისო ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება, რომ მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ
  2. TV პირველიოპოზიციურიპარლამენტმა კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტმა კანონპროექტიდან ამოიღო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება მის 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევდა
  4. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარებას ეხება
  6. ალიაოპოზიციურისამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვებას გეგმავენ – ომბუდსმენი წინააღმდეგიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები