ირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები უმნიშვნელოა და მის შესახებ თვითონაც არ იცოდა, პარლამენტმა კი კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

"არ არის არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აზარტული თამაშების კანონში ცვლილებებზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერი საზოგადოების ნაწილის კრიტიკული პოზიციის საპასუხოდ ამბობს, რომ სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს.
"საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და აქ საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო. მე თვითონ საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ეს ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს, რეალურად ინიციატორები ჰყავს, ლობისტები კი არ ჰყავს ამ კანონპროექტს. მეტი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტში შევა", - ამბობს კობახიძე.
პარლამენტმა, დაჩქარებული წესით კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში 26 ოქტომბერს დაიწყო და პირველი, მეორე და მესამე მოსმენით 27-28 ოქტომბერს დამტკიცდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი კობახიძე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებზე - საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით - არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შემოდის და ფართო დისკუსია არ იყო საჭირო
პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
ციტატები სტატიიდან
„არ არის არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ“
„საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და აქ საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო. მე თვითონ საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ეს ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს, რეალურად ინიციატორები ჰყავს, ლობისტები კი არ ჰყავს ამ კანონპროექტს. მეტი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტში შევა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…