ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონს არსებულ რეგულაციებში არსებითი ცვლილება არ შეაქვს და საუბარია მხოლოდ კონკრეტულ საგადასახადო წესებზე, რის გამოც ფართო დისკუსია საჭირო არ იყო.

პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზეიმედინიუსი

ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად პარლამენტში დამტკიცებულ კანონს ეხებოდა.

„სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად, აქ არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითონ მაგალითად საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელო არის ის ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტი ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ლობისტებს, რეალურად, ლობისტები კი არ ჰყავს, ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს გავიგე მას შემდეგ, რაც დაინიცირდა, მერე გაკეთდა კონკრეტული განცხადებები. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებზე - საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით - არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შემოდის და ფართო დისკუსია არ იყო საჭირო
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
  4. ალიაოპოზიციური“დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში”– კობახიძე
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ფართო დისკუსია არ იყო საჭირო" - კობახიძე „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ ჩატარების შესახებ კანონზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად, აქ არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე თვითონ მაგალითად საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელო არის ის ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტი ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ლობისტებს, რეალურად, ლობისტები კი არ ჰყავს, ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს გავიგე მას შემდეგ, რაც დაინიცირდა, მერე გაკეთდა კონკრეტული განცხადებები. იმიტომ არ ვიცოდი, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი. მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შოთა ბერეკაშვილი – აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი საქართველოში საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას დაარეგულირებს, აუცილებელი პირობაა, რომ მონაწილეთა 70% უცხოელი უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები