ირაკლი კობახიძე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებზე - საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით - არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შემოდის და ფართო დისკუსია არ იყო საჭირო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგი საერთოდ არ იყო საქმის კურსში საერთაშორისო აზარტული ტურნირების შესახებ კანონპროექტზე, რადგან ცვლილება თავისი შინაარსით იმდენად უმნიშვნელოა, რომ ფართო დისკუსიას არ საჭიროებდა.

არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება.
პრემიერის თქმით, რეალურად ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს და არა ლობისტები.
„ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ.
ლობისტებს რაც შეეხება, რეალურად ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს და არა ლობისტები. ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. მას შემდეგ გავიგე, რაც დაინიცირდა, შემდეგ გაკეთდა განცხადებები. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი, განსაკუთრებული ცვლილება არ შეაქვს არსებულ რეგულაციებში“,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და კენჭისყრის შედეგით 73 - მომხრე, 5- წინააღმდეგი, საბოლოო მოსმენით მიიღეს. პროექტის განხილვას და დამტკიცებას ორი პლენარული სხდომა დაეთმო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს
პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
“დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში”– კობახიძე
"ფართო დისკუსია არ იყო საჭირო" - კობახიძე „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ ჩატარების შესახებ კანონზე
ციტატები სტატიიდან
„ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ. ლობისტებს რაც შეეხება, რეალურად ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს და არა ლობისტები. ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. მას შემდეგ გავიგე, რაც დაინიცირდა, შემდეგ გაკეთდა განცხადებები. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი, განსაკუთრებული ცვლილება არ შეაქვს არსებულ რეგულაციებში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…