"ფართო დისკუსია არ იყო საჭირო" - კობახიძე „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ ჩატარების შესახებ კანონზე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საერთაშორისო აზარტული ტურნირების შესახებ კანონპროექტი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ფართო დისკუსიას არ საჭიროებდა და თავადაც არ იყო საქმის კურსში, მაშინ როცა ცვლილებას საპატრიარქო და სახალხო დამცველი ეწინააღმდეგებოდნენ.

საქართველოში "საერთაშორისო აზარტული ტურნირების" ორგანიზებასთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მედიასთან საუბრისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცვლილება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ფართე დისკუსიას არ საჭიროებდა.
"მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით", თქვა კობახიძემ, დღეს 30 ოქტომბერს მედიასთან საუბარში შესაბამისი შეკითხვის პასუხად.
საკანონმდებლო ინიციატივის საწინააღმდეგო პოზიცია ჰონდა საქართველოს საპატრიარქოსა და სახალხო დამცველს.
„ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ", - თქვა კობახიძემ.
28 ოქტომბერს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღეს. მას 73 დეპუტატის მიემხრო, 5 წინააღმდეგი იყო.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებდა, რომ საკანონმდებლო პაკეტზე "ფართე მსჯელობა არ გამართულა", თუმცა "საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება".
დაჩქარებული წესით განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, 27 ოქტომბერს, გამოხატა სახალხო დამცველმა და მმართველ გუნდს მოუწოდა, არ მიეღო ის.
საკანონმდებლო ცვლილებებით, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, რომელში მონაწილეთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ს შეადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი აღემატება 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს, იგი არ იხდის "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.
ორგანიზატორს უფლება აქვს, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს შემოსავალი. საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებზე - საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით - არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შემოდის და ფართო დისკუსია არ იყო საჭირო
პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
პრემიერი აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე: ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი, მას რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არსებულ რეგულაციებში არ შეაქვს, საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე
“დიდი ფული თუ შეიძლება სადმე შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში”– კობახიძე
ციტატები სტატიიდან
„მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით“
„ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ“
„ფართე მსჯელობა არ გამართულა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…