არჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია
არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ გიორგი სიორიძის ნათქვამი საკონსტიტუციო სასამართლოში, თითქოს სუსი მართლმადიდებლურ ეკლესიას უსმენს, აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი სიორიძეს მიმართავს და მოუწოდებს, თავი დაანებოს ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.
მისი თქმით, ტყუილია და ყველა ზღვარს სცდება სიორიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გაჟღერებული განცხადება, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს.
"ბატონმა სიორიძემ გასაგებია, რომ გუშინ ვერ დაიოკა და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და დაანებოს თავი აქ ტყუილების გამეორებას და დეზინფორმაციის გავრცელებას. თქვენ არავინ გეკითხებათ, საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია და ამას კადრულობს ბატონი სიორიძე სასამართლოს წინაშე. ასეთი ტყუილის გავრცელება უკვე აღმაშფოთებელია, ყველანაირ ზღვარს გადასულია", - განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაარჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია
არჩილ გორდულაძე: “ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თურმე, უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია”
არჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - იკადრა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება!
ციტატები სტატიიდან
„ბატონმა სიორიძემ გასაგებია, რომ გუშინ ვერ დაიოკა და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და დაანებოს თავი აქ ტყუილების გამეორებას და დეზინფორმაციის გავრცელებას. თქვენ არავინ გეკითხებათ, საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია და ამას კადრულობს ბატონი სიორიძე სასამართლოს წინაშე. ასეთი ტყუილის გავრცელება უკვე აღმაშფოთებელია, ყველანაირ ზღვარს გადასულია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…