ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - იკადრა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება!

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურილელო

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დეზინფორმაცია უწოდა გიორგი სიორიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს, და დარბაზში ამგვარი განცხადებების აღკვეთა მოითხოვა.

არჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - იკადრა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება!
არჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - იკადრა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება!ინტერპრესნიუსი

აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა და სასამართლოს მიმართა, უზრუნველეყო, რომ ეს ამ დარბაზში აღარ განმეორებულიყო.

გორდულაძის განცხადება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის გიორგი სიორიძის შეფასებას მოჰყვა. კერძოდ, სიორიძემ სასამართლოს სხდომაზე სუს-ის ანგარიშიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკასთან და რუსეთის საფრთხეებთან დაკავშირებული ამონარიდები წაიკითხა. აქვე სიორიძემ აღნიშნა, რომ სუს-ი სწორედ ამ საკითხებით უნდა იყოს დაკავებული, “ნაცვლად სასულიერო პირების, “ქართული ოცნების“, ოპონენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე პირების პირადი ცხოვრების უკანონოდ თვალთვალისა“.

გორდულაძემ სიორიძეს გამოსვლა შეაწყვეტინა და სასამართლოს მიმართა.

“ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და ტყუილების გამეორებასა და სიცრუის გავრცელებას თავი დაანებოს! საერთოდ, სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე?! ბატონმა სიორიძემ იკადრა, რომ თურმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, რასაც ბატონი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე კადრულობს! უკვე აღმაშფოთებელია ასეთი ტყუილის გავრცელება! ეს ყველანაირ ზღვარს არის გადასული - უზრუნველყავით, რომ ეს ამ დარბაზში აღარ განმეორდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის საპასუხოდ სიორიძემ აღნიშნა, რომ ეს არის არა მისი შეფასებები, არამედ საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რაზეც თავად სასულიერო პირებიც საუბრობდნენ.

„არაერთხელ გამოვიდა კრებსები, რომელშიც მათ შორის პოლიტიკური ოპონენტები მოხვდნენ. მართლა ხდებოდა ის, რაც კრებსებში გამოქვეყნდა“, - აღნიშნა სიორიძემ.

თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძე მიმართა, არ ესაუბრა საკითხზე, რაც სასამართლოში განსახილველ თემას არ უკავშირდება.

“მე ბატონ გიორგი სიორიძეს გაღიზიანებას ვერ ვატყობ - სასამართლო ამ მითითებას არ იზიარებს. ბატონო გიორგი! რაც შეეხება უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ, რომ იყოთ კორექტული და ამა თუ იმ ფაქტების მიმართ თქვენი შეფასებებისგან თავი შეიკავეთ. ის რაც დადასტურებული არ არის, ასეთი მითითებისგან თავი შეიკავეთ“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: “ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თურმე, უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია”
  4. ბათუმელებიოპოზიციურიგორდულაძე: სუსი თურმე უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, აბსოლუტური ტყუილია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაერთხელ გამოვიდა კრებსები, რომელშიც მათ შორის პოლიტიკური ოპონენტები მოხვდნენ. მართლა ხდებოდა ის, რაც კრებსებში გამოქვეყნდა“
„ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და ტყუილების გამეორებასა და სიცრუის გავრცელებას თავი დაანებოს! საერთოდ, სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე?! ბატონმა სიორიძემ იკადრა, რომ თურმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, რასაც ბატონი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე კადრულობს! უკვე აღმაშფოთებელია ასეთი ტყუილის გავრცელება! ეს ყველანაირ ზღვარს არის გადასული - უზრუნველყავით, რომ ეს ამ დარბაზში აღარ განმეორდეს“
არჩილ გორდულაძე
„მე ბატონ გიორგი სიორიძეს გაღიზიანებას ვერ ვატყობ - სასამართლო ამ მითითებას არ იზიარებს. ბატონო გიორგი! რაც შეეხება უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ, რომ იყოთ კორექტული და ამა თუ იმ ფაქტების მიმართ თქვენი შეფასებებისგან თავი შეიკავეთ. ის რაც დადასტურებული არ არის, ასეთი მითითებისგან თავი შეიკავეთ“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე გიორგი სიორიძეზე - ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები