ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გორდულაძეს შევახსენებ, პარლამენტში პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, ჩვენი გუნდის წევრებზე რომ ეძალადა - ანა ბუჩუკური

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტილელოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ანა ბუჩუკურის განცხადებით, არჩილ გორდულაძე პარლამენტში პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, რათა მათ დეპუტატებზე ეძალადა. ამ განცხადებით იგი საკონსტიტუციო სასამართლოში გორდულაძესა და გიორგი სიორიძეს შორის სუს-ის კრეფსებზე კამათის დროს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

გორდულაძეს შევახსენებ, პარლამენტში პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, ჩვენი გუნდის წევრებზე რომ ეძალადა - ანა ბუჩუკური
გორდულაძეს შევახსენებ, პარლამენტში პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, ჩვენი გუნდის წევრებზე რომ ეძალადა - ანა ბუჩუკურიTV პირველი

პარტია "საქართველოსთველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარ დასპირისპირებას ეხმაურება, სადაც არჩილ გორდულაძემ გიორგი სიორიძეს, რომელიც სუს-ის კრეფსებზე საუბრობდა, სიტყვა შეაწყვეტინა და მართლმადიდებლურ ეკლესიის ხსნება აუკრძალა.

ბუჩუკურმა "ოცნების" წევრს პარლამენტში მომხდარი ჩხუბი გაახსენა, რა დროსაც გახარიას გუნდის წევრის თქმით, "გორდულაძე პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, რომ ჩვენი გუნდის წევრებზე ეძალადა".

გორდულაძე ისტერიულად წამოუხტა შუა სასამართლო სხდომაზე გიორგი სიორიძეს, მართლმადიდებლობაზე საუბარს როგორ ბედავთო - რა შუაში იყო საერთოდ ვერ გავიგე, მარა მაინც.

შეგახსენებთ, ბატონი გორდულაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, რომ ჩვენი გუნდის წევრებზე ეძალადა. ქრისტიანული ღირებულებებით მოქმედებდა ალბათ მაგ მომენტში", - წერს ანა ბუჩუკური.

რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოში - მას შემდეგ, რაც სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლმა, გიორგი სიორიძემ სუს-ის კრეფსები ახსენა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ შორის სასულიერო პირებსაც უსმენდა, პოლიტიკოსს სიტყვა გააწყვეტინა არჩილ გორდულაძემ.

"ოცნების" წევრმა სიორიძეს გუშინდელის მსგავსად კვლავ "ნერვების დაოკებაზე" გაუმახვილა ყურადღება და უთხრა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ ეხენებია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გორდულაძე პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, რომ ჩვენი გუნდის წევრებზე ეძალადა“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები