ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურილელოქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის განხილვისას, „ლელოს“ წარმომადგენელ გიორგი სიორიძესა და „ოცნების“ წევრ არჩილ გორდულაძეს შორის დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც სიორიძემ სუს-ის მიერ სასულიერო პირების მოსმენაზე ისაუბრა.

"გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში
"გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოშიTV პირველი

რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოში - მას შემდეგ, რაც სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლმა, გიორგი სიორიძემ სუს-ის კრეფსები ახსენა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ შორის სასულიერო პირებსაც უსმენდა, პოლიტიკოსს სიტყვა გააწყვეტინა არჩილ გორდულაძემ.

"ოცნების" წევრმა სიორიძეს გუშინდელის მსგავსად კვლავ "ნერვების დაოკებაზე" გაუმახვილა ყურადღება და უთხრა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ ეხენებია. საქმეში საკონსტიტუციოს თავმჯდომარე ჩაერია და გორდულაძეს მოუწოდა, თავი შეეკავებინა - "მეორედ მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი გიორგი რაღაც გაღიზიანებულია, გაღიზიანებას ვერ ვატყობ".

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლმა კი "ოცნების" წევრს უპასუხა, რომ გაღიზიენება მას უფრო ეტყობა.

არჩილ გორდულაძე: გასაგებია, რომ ბატონმა სიორიძემ გუშინ ვერ დაიოკა ნერვები და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები. არავინ ეკითხება მას... საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.

ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგელნებს, ეს არის ტყუილი. გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ასეთი ტყუილები არ იკადროს, ყველანაირ ზღვარს გადასულია.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: მეორედ მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი გიორგი რაღაც გაღიზიანებულია , გაღიზიანებას ვერ ვატყობ, შეიძლება ცოტა ემოციური გამოსვლა აქვს, ამიტომ ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო, რაც შეეხება ბრალდებებს ბატონო გიორგი, ცოტა უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ იყო ორექტტული, ამა თუ იმ ფაქტების შეფასებისგან თავი შეიკავეთ, დანარჩენი გააგრძელეთ.

გიორგი სიორიძე: მე გავითვალისწინებ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ იყო შეფასებები, ეს არის საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რომელზეც ტავად სასულიერო პირებიც საუბრობდნენ - გარდა ამისა, კრეფსები არაერთხელ გამოსულა, მათ შორის ამ კრეფსებში პოლიტიკური ოპონენტები მოხვედრილან და ეს მართლა ხდებოდა. უბრალოდ ბატონმა გორდულაძემ გადაწყვიტა... ჯერ ერთი თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემს რწმენას და ეკლესიურობას. როგორ ბედავთ ეკლესიაზე საუბარსო, ეს რა განცხადებაა ბატონო მოსამართლევ? გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა, მე არანაირად არ ვღიზიანდები.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წისნ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, გიორგი სიორიძის გამოსვლის შემდეგ, გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.

ნადარაიას ინფორმაციითვე, მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალი ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეორედ მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი გიორგი რაღაც გაღიზიანებულია, გაღიზიანებას ვერ ვატყობ“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე გიორგი სიორიძეზე - ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები