ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებაზე“ - ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის სხვადასხვა მაღალ იერარქს - რეჟიმს თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება

ლელოქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაპატრიარქოსაკონსტიტუციო სასამართლო

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მმართველი რეჟიმი პატრიარქ ილია II-სა და იერარქებს უსმენდა. ამით ის გამოეხმაურა დეპუტატ არჩილ გორდულაძეს, რომელმაც ეკლესიის წარმომადგენელთა მოსმენის შესახებ ცნობებს აბსოლუტური სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა.

გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებაზე“ - ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის სხვადასხვა მაღალ იერარქს - რეჟიმს თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება
გრიგოლ გეგელია „ქართულ ოცნებაზე“ - ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის სხვადასხვა მაღალ იერარქს - რეჟიმს თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებაინტერპრესნიუსი

გორდულაძეს უთქვამს, სიორიძემ იცრუა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენსო - ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის ყველა სხვადასხვა მაღალ იერარქს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც არჩილ გორდულაძის განცხადებას ეხმაურება, რომ „აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს“.

როგორც გეგელია წერს, „ეს არის რეჟიმი, რომელსაც თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება, რის გამოც მოაწყო ე.წ. ციანიდის საქმე, რადგანაც ივანიშვილის მიზანი იყო ძალაუფლების ყველა კერის დასუსტება“.

„გორდულაძეს უთქვამს, სიორიძემ იცრუა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენსო. აღშფოთებულა კიდევაც, ეს რა ქვეყანაში გვიცხოვრიაო.

გთავაზობთ ამონარიდებს სუს-ის თანამშრომლის, აკაკი ნემსაძის მიერ გაჟონილი ფაილებიდან:

[25.09.19, 13:40:33] Akaki Nemsadze: მ/წლის 25 სექტემბერს, მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებული საპატრიარქო რეზიდენციიდან ილია მეორე დაუკავშირდა თავის დას, მონაზონ ნატალია შიოშვილს, რომელსაც აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახა და ხსენებულიდან გამომდინარე, დაავალა სასწრაფოდ შეამოწმოს საპატრიარქოში არსებული მისი (პატრიარქის) პირადი სეიფი. მოგვიანებით, ნ.შიოშვილმა უწმინდესს განუცხადა, რომ სეიფს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.

შენიშვნა: საეკლესიო კანონიკის მიხედვით, პატრიარქები პირად სეიფში ინახავენ ანდერძს, რომელიც იხსნება მათი გარდაცვალების შემდგომ.”

„2020 წლის 18 აპრილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაუკავშირდა მისი და, მონაზონი ნატალია ღუდუშაური, რომელმაც ჰკითხა, თუ რატომ არ ირეკებოდა საეკლესიო ზარები და ხომ არ იყო რაიმე პრობლემა. ილია II-მ უპასუხა, რომ ზარები ჩვეულებრივად უნდა დაირეკოს და აღნიშნულ საკითხზე ნერვიულობა არ არის საჭირო.“

ასეთი ბევრია. მხოლოდ ორს გთავაზობთ, რაც ილია II-ს ეხება. ცნობისთვის, მოსმენის საკითხი დასტურდება სასულიერო პირების მიერვე, რომელთაც საკუთარი საუბრების ავთენტიკურობა ამოიცნეს. საპატრიარქოს სახელით, შესაძლო მიყურადების თაობაზე გამოძიებას ითხოვდა პრეს-სპიკერი, მამა ანდრია ჯაღმაიძე.

ეს არის რეჟიმი, რომელიც თვით ილია II-ს უსმენდა, არათუ ეკლესიის ყველა სხვადასხვა მაღალიერარქს.

ეს არის რეჟიმი, რომელსაც თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება, რის გამოც მოაწყო ე.წ. ციანიდის საქმე, რადგანაც ივანიშვილის მიზანი იყო ძალაუფლების ყველა კერის დასუსტება და მოსპობა: ეკლესიის, სამოქალაქო საზოგადოების თუ პოლიტიკური პარტიების“,-წერს გრიგოლ გეგელია.

ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს.„აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება“,- აღნიშნა გორდულაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს“
არჩილ გორდულაძე
„ეს არის რეჟიმი, რომელსაც თავიდანვე მიზნად ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება, რის გამოც მოაწყო ე.წ. ციანიდის საქმე, რადგანაც ივანიშვილის მიზანი იყო ძალაუფლების ყველა კერის დასუსტება“
„აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - იკადრა, რომ თურმე სუს-ი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები