ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ბათუმში სასურსათო მაღაზიის ჯგუფურად გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ ორი არასრულწლოვანი დააკავა — საქმეზე გამოძიება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში სურსათის მაღაზია გაქურდეს. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, პოლიციელებმა ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…