ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა​

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციამ ბათუმში სასურსათო მაღაზიიდან პროდუქციის ჯგუფურად მოპარვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა.

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა​
აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა​რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტშიც ფიგურირებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტშიც ფიგურირებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები