ბათუმში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
ბათუმში ბინის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელმაც შსს-ს ცნობით 6 580 ევრო, 32 000 აშშ დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარა.

შსს-ს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, მოქალაქის კუთვნილ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 6 580 ევრო, 32 000 აშშ დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინეს და ის ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღო“-წერს შსს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…