თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 ათას ლარს აღემატება
თბილისში სასურსათო ქსელებიდან და კვების ობიექტიდან ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს; შსს-ს ცნობით, მიყენებული ზარალი 20 000 ლარზე მეტს შეადგენს.

ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობი, არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან და ერთ-ერთი კვების ობიექტიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.
დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან და ერთ-ერთი კვების ობიექტიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია აღნიშნულ ობიექტებში განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო და კვების ობიექტებს ჯამში 20 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…