ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამერიკის შეერთებული შტატების ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 9 ამერიკელი ტუროპერატორი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო. ვიზიტის მიზანი აშშ-ის ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.

ამერიკის შეერთებული შტატების ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო
ამერიკის შეერთებული შტატების ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნოიმედინიუსი

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი გაეცნო. 9 ამერიკელ ტუროპერატორს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.

თბილისის ტურისტული ადგილების მონახულების გარდა, ამერიკელი ტუროპერატორები კახეთში, კერძოდ, სიღნაღში, წინანდალში, ვარდისუბანში, ალვანში, ყვარელსა და ნაფარეულში იმყოფებოდნენ. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს რთველში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.

კახეთში ტურის ფარგლებში ამერიკელი ტუროპერატორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სტუმრებმა ცხენებით ჯირითსა და ჯიპ-ტურში მიიღეს მონაწილეობა.

კახეთის შემდეგ უცხოელი ტუროპერატორები მცხეთასა და მუხრანს ეწვივნენ, სადაც მათთვის საინფორმაციო ტური, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი გაიმართა.

გაცნობითი ტურის მიზანი აშშ-ს ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც ოთხსეზონიანი მიმართულების პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება, ტურისტული ნაკადების მოზიდვა, ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაშშ-ის ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
აშშ-ის ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები