ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყურის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების მოსაზიდად კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვიდა და B2B ფორმატში 30-მდე ქართველ კოლეგას შეხვდა, - იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ყურის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ყურის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიანრუსთავი 2

საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყურის ქვეყნებში აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.

"მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია. გაცნობითი ტურის ფარგლებში ისინი თბილისის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას და კულინარიას გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაში 30-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის, ტურების დაგეგმვისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ყურის ქვეყნების ბაზარი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეგიონიდან ჩამოსული ვიზიტორები მაღალი მხარჯველობით გამოირჩევიან. ამასთან, მათი დაინტერესება საქართველოს მიმართ ოთხივე სეზონზე მაღალია - ისინი ინტერესდებიან როგორც საზღვაო და სამთო კურორტებით, ისე სათავგადასავლო ტურიზმითა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობებით", - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 8 მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია. გაცნობითი ტურის ფარგლებში ისინი თბილისის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას და კულინარიას გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმრები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაში 30-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის, ტურების დაგეგმვისა და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. ყურის ქვეყნების ბაზარი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეგიონიდან ჩამოსული ვიზიტორები მაღალი მხარჯველობით გამოირჩევიან. ამასთან, მათი დაინტერესება საქართველოს მიმართ ოთხივე სეზონზე მაღალია - ისინი ინტერესდებიან როგორც საზღვაო და სამთო კურორტებით, ისე სათავგადასავლო ტურიზმითა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობებით“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სკანდინავიელი ტუროპერატორები საქართველოს ახალ ტურისტულ მიმართულებად განიხილავენ - დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ქვეყნის პრეზენტაციები და შეხვედრები გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები