აშშ-ის ტუროპერატორთა ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აშშ-იდან 9 ტუროპერატორს უმასპინძლა, რომლებმაც თბილისის, კახეთის, მცხეთისა და მუხრანის ტურისტული მიმართულებები მოინახულეს.

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურასა და სამზარეულოს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა ჯგუფი გაეცნო. 9 ამერიკელ ტუროპერატორს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.
თბილისის ტურისტული ადგილების მონახულების გარდა, ამერიკელი ტუროპერატორები კახეთში, კერძოდ, სიღნაღში, წინანდალში, ვარდისუბანში, ალვანში, ყვარელსა და ნაფარეულში იმყოფებოდნენ. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს რთველში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
კახეთში ტურის ფარგლებში ამერიკელი ტუროპერატორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სტუმრებმა ცხენებით ჯირითსა და ჯიპ-ტურში მიიღეს მონაწილეობა.
კახეთის შემდეგ უცხოელი ტუროპერატორები მცხეთასა და მუხრანს ეწვივნენ, სადაც მათთვის საინფორმაციო ტური, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი გაიმართა.
გაცნობითი ტურის მიზანი აშშ-ის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც ოთხ სეზონიანი მიმართულების პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება, ტურისტული ნაკადების მოზიდვა, ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…