ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ამერიკული მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საქართველოს ამერიკელი ბაიერები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. 2024 წლის 9 თვეში აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტმა 750 ათას ლიტრს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.

ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ამერიკული მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ამერიკული მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენრუსთავი 2

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, „Glodow Nead Communications“-ის ორგანიზებით, საქართველოში ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენელთა შვიდკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა.

ჯგუფში სომელიეები, HoReCa სექტორის, მედიის და კომპანია „Glodow Nead Communications“-ის წარმომადგენლები შედიოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს ეწვივნენ. მათ დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნენ.

„შესაძლებლობა მოგვეცა, გვემოგზაურა ქართლსა და კახეთში და გაგვეცნო ორი განსხვავებული ტერუარი. ღვინოები დავაგემოვნეთ როგორც ცალკე, ისე ტრადიციულ და თანამედროვე კერძებთან შეხამებით. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბაიერებისთვის, რომლებიც აშშ-ის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ლას-ვეგასიდან, მაიამიდან, ნიუ-იორკიდან და სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდნენ. ქართველმა მეღვინეებმა დეტალურად აგვიხსნეს როგორც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ისე მეღვინეობის ევროპული მეთოდები. ბევრ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რომელსაც აშშ-ში გავაზიარებთ“, — აღნიშნა კომპანია „Glodow Nead Communications“-ის წარმომადგენელმა ლორა ბურგესმა (Laura Burgess).

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან აშშ-ში განხორციელებული მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობები ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს.

მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შესაძლებლობა მოგვეცა, გვემოგზაურა ქართლსა და კახეთში და გაგვეცნო ორი განსხვავებული ტერუარი. ღვინოები დავაგემოვნეთ როგორც ცალკე, ისე ტრადიციულ და თანამედროვე კერძებთან შეხამებით. ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბაიერებისთვის, რომლებიც აშშ-ის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ლას-ვეგასიდან, მაიამიდან, ნიუ-იორკიდან და სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდნენ. ქართველმა მეღვინეებმა დეტალურად აგვიხსნეს როგორც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ისე მეღვინეობის ევროპული მეთოდები. ბევრ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რომელსაც აშშ-ში გავაზიარებთ“
ლორა ბურგესი (Laura Burgess)
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები