სოფო ნიკოლაიშვილი: ქვეყანა ვერ ვითარდება. ხელისუფლება დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ შეკავებით, რევოლუციების, გარე ძალების მოგერიებით
„იმედის“ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაქრეს და აიკრძალოს, რადგან ქვეყანა ვერ ვითარდება და ხელისუფლება ამ ძალის შეკავებითა და რევოლუციების მოგერიებითაა დაკავებული.

ეს ველი უნდა გაიწმინდოს. ქვეყანა ვერ ვითარდება. ხელისუფლება დაკავებულია ამ ძალის შეკავებით, რევოლუციების, გარე ძალების მოგერიებით, - განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის სხვა ოპოზიციურ პარტიებს, გამოვიდნენ ასპარეზზე, დანარჩენები არიან მათი მძევლები.
„მოდით ვისაუბროთ იმაზე, რატომ უნდა გაქრეს და აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ეთერში, 4 წლის წინ ვთქვი, უნდა გაქრეს მეთქი ეს პარტია. ეს ძალა ხელს უშლის სხვა ოპოზიციურ პარტიებს, გამოვიდნენ ასპარეზზე, დანარჩენები არიან მათი მძევლები. მათი მეთოდები კარგად ვიცით. ეს ველი უნდა გაიწმინდოს. ქვეყანა ვერ ვითარდება. ხელისუფლება დაკავებულია ამ ძალის შეკავებით, რევოლუციების, გარე ძალების მოგერიებით.
ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილს და რაფაელ გლუკსმანს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს. პროკურატურამ გახსნა გრიფით საიდუმლო დოკუმენტები და აღმოჩნდა, რომ გლუკსმანის ვიზიტისთვის 8 000 დოლარია დუბაიში გადახდილი. ის დადიოდა ლას-ვეგასში, ფრანგულ რივიერაზე, ჩვენი ბიუჯეტის ფულებით და 9 მილიონს რომ ედავება გამოძიება სააკაშვილს, მართლა მარტო პიჯაკების საქმე კი არ არის. ჩვენი ჟურნალისტი ლეო სიხარულიძე იყო ჩასული ევროპარლამენტში, აჩერებდა მათ, ვისაც საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე ჰქონდა ხელი მოწერილი და ბევრმა შინაარსიც არ იცოდა“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მოდით ვისაუბროთ იმაზე, რატომ უნდა გაქრეს და აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ეთერში, 4 წლის წინ ვთქვი, უნდა გაქრეს მეთქი ეს პარტია. ეს ძალა ხელს უშლის სხვა ოპოზიციურ პარტიებს, გამოვიდნენ ასპარეზზე, დანარჩენები არიან მათი მძევლები. მათი მეთოდები კარგად ვიცით. ეს ველი უნდა გაიწმინდოს. ქვეყანა ვერ ვითარდება. ხელისუფლება დაკავებულია ამ ძალის შეკავებით, რევოლუციების, გარე ძალების მოგერიებით. ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილს და რაფაელ გლუკსმანს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს. პროკურატურამ გახსნა გრიფით საიდუმლო დოკუმენტები და აღმოჩნდა, რომ გლუკსმანის ვიზიტისთვის 8 000 დოლარია დუბაიში გადახდილი. ის დადიოდა ლას-ვეგასში, ფრანგულ რივიერაზე, ჩვენი ბიუჯეტის ფულებით და 9 მილიონს რომ ედავება გამოძიება სააკაშვილს, მართლა მარტო პიჯაკების საქმე კი არ არის. ჩვენი ჟურნალისტი ლეო სიხარულიძე იყო ჩასული ევროპარლამენტში, აჩერებდა მათ, ვისაც საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე ჰქონდა ხელი მოწერილი და ბევრმა შინაარსიც არ იცოდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…