ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისკოალიცია ცვლილებისთვისნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ განახლდება, სადაც პარტიების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებებს მოისმენენ.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ განახლდებაინტერპრესნიუსი

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.

სასამართლო კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და პროცესი, 30 ოქტომბერს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, ხვალ სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.

ნადარაიას ინფორმაციითვე, მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალ ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მოისმინეს. ამასთან, სხდომაზე ახსნა-განმარტებები წარმოთქვეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმაც.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 11:00 საათიდან განახლდება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალური5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდება
  5. რუსთავი 2სამთავრობო5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს დილიდან განახლდება
  6. TV პირველიოპოზიციური5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
  7. ალიაოპოზიციური5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ! - გიორგი სიორიძე "ოცნებას"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები