ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიკოალიცია ცვლილებისთვისგახარია საქართველოსთვის

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი 29 ოქტომბერს ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით განახლდება. პარლამენტის 88 დეპუტატის მიერ შეტანილ სარჩელზე სასამართლოს ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდებაინტერპრესნიუსი

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 29 ოქტომბერს 11:00 საათზე განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 11:00 საათიდან განახლდება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხმაური საკონსტიტუციოსთან - სხდომიდან გამოსულ "ოცნების" დეპუტატებს მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები