პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაღალი დონის მოლაპარაკებები ბაქოში - სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და მეგაპროექტები, რომლებიც რეგიონს ევროპის მთავარ სატრანზიტო კვანძად აქცევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბაქოში გამართულ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან სატრანზიტო პოტენციალზე, სავაჭრო ბრუნვასა და მეგაპროექტებზე იმსჯელა.

მაღალი დონის მოლაპარაკებები ბაქოში - სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და მეგაპროექტები, რომლებიც რეგიონს ევროპის მთავარ სატრანზიტო კვანძად აქცევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედინიუსი

სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალის სრული ათვისება და ევროპის ენერგომომარაგების ახალი არქიტექტურა თბილისისა და ბაქოს მოლაპარაკებების მთავარი თემებია.

აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო პარტნიორობა მაღალი ტემპით იზრდება, მსხვილ ინფრასტრუქტურულ წამოწყებებს კი რეგიონის კონკურენტუნარიანობა ახალ საფეხურზე აჰყავს.

ღრმაწყლოვანი პორტის, ახალი აეროპორტისა და შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პერსპექტივებზე დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის უწყებების ხელმძღვანელებთან იმსჯელა.

ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები