ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო მზად არის გადადგას ჰუმანური ნაბიჯი ყველა იმ დამნაშავე პირის მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ჰუმანურ ნაბიჯს გადადგამს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს; სააპელაციო სასამართლომ ოთხ პირთან საპროცესო შეთანხმება უკვე დაამტკიცა.

სახელმწიფო მზად არის გადადგას ჰუმანური ნაბიჯი ყველა იმ დამნაშავე პირის მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს - დავით მათიკაშვილი
სახელმწიფო მზად არის გადადგას ჰუმანური ნაბიჯი ყველა იმ დამნაშავე პირის მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს - დავით მათიკაშვილირუსთავი 2

მმართველი გუნდი 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ეხმაურება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა იმ პირის მიმართ იქნება ჰუმანური, ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს.

მათიკაშვილის თქმით, პირები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ, ცდილობენ თავი აარიდონ სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

"სახელმწიფო მზად არის გადადგას ჰუმანური ნაბიჯი ყველა იმ დამნაშავე პირის მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამ პროცესის მომსწრენი ვართ სასამართლოში.

პირები, რომლებიც ამუნათებენ და ნეგატიური კონტექსტით აფასებენ კონკრეტული დამნაშავე პირების გულწრფელ აღიარებას, ისინი ცდილობენ თავი აარიდონ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ პასუხისმგებლობას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ გუშინ დაამტკიცა. სხდომაზე ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და ბრალი მოინანია.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ სამმა მსჯავრდებულმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სახელმწიფო მზად არის გადადგას ჰუმანური ნაბიჯი ყველა იმ დამნაშავე პირის მიმართ, რომელიც აღიარებს და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ამ პროცესის მომსწრენი ვართ სასამართლოში. პირები, რომლებიც ამუნათებენ და ნეგატიური კონტექსტით აფასებენ კონკრეტული დამნაშავე პირების გულწრფელ აღიარებას, ისინი ცდილობენ თავი აარიდონ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ პასუხისმგებლობას“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულის სიმძიმეს, ხელისუფლება არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები