ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული ადამიანების ინტერესშია და ეს ინტერესი უკავშირდება გავლენებს სტრატეგიულ მიმართულებებზე, ამ საკითხზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული პირების ინტერესშია და ეს ენერგორესურსებზე გავლენას უკავშირდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნულ საკითხზე გამოძიების გაგრძელებას ითხოვს.

გია ვოლსკი – საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული ადამიანების ინტერესშია და ეს ინტერესი უკავშირდება გავლენებს სტრატეგიულ მიმართულებებზე, ამ საკითხზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს
გია ვოლსკი – საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული ადამიანების ინტერესშია და ეს ინტერესი უკავშირდება გავლენებს სტრატეგიულ მიმართულებებზე, ამ საკითხზე გამოძიება უნდა გაგრძელდესპირველი არხი

საკმაოდ კომპეტენტური საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაფინანსებულია კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც სათავეში უდგანან რევოლუციურ და ექსტრემისტულ პროცესებს და რამაც უშველებელი პრობლემები შეუქმნა ევროპის კონკრეტულ ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „შესაძლოა, ეს თემა ისევ ჩაიფარცხოს, მაგრამ საქართველოს სინამდვილეს თუ შევადარებთ, არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან პოლიტიკური მიზანია მთავარი და ეს მიზანი არ არის საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებული „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში თუ ნებისმიერი სხვა.

„საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული ადამიანების ინტერესშია, გარკვეული ინტერესი არსებობს და ეს ინტერესი უკავშირდება გავლენებს ენერგორესურსებზე, სტრატეგიულ მიმართულებებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ჯორჯ სოროსის სახელიც ნახსენებია. ჯორჯ სოროსის ფული საქართველოში არაერთხელ გამოჩნდა. კანონს როგორ დაუპირისპირდნენ, რა არის ამ კანონთან დაკავშირებით ასეთი საშინელება? იაპონია იმიტომ მიიღო, ახლა იღებენ კანონს. კონკრეტული მაგალითებიდან დაშინებული ხალხი კანონს იღებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი ვოლსკი: ევროპაში, ევროპის ქალაქებში მიმდინარე ეს ძალიან მძიმე პროცესები ჰგავს მართულ ქაოსს - გარკვეული პოლიტიკური მიზნით ჩამოყალიბებულ სისტემას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული ადამიანების ინტერესშია, გარკვეული ინტერესი არსებობს და ეს ინტერესი უკავშირდება გავლენებს ენერგორესურსებზე, სტრატეგიულ მიმართულებებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ჯორჯ სოროსის სახელიც ნახსენებია. ჯორჯ სოროსის ფული საქართველოში არაერთხელ გამოჩნდა. კანონს როგორ დაუპირისპირდნენ, რა არის ამ კანონთან დაკავშირებით ასეთი საშინელება? იაპონია იმიტომ მიიღო, ახლა იღებენ კანონს. კონკრეტული მაგალითებიდან დაშინებული ხალხი კანონს იღებს“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისიის სკანდალური დაფინანსება და მორიგი სკანდალი - საერთაშორისო მედიის ცნობით, ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები