გია ვოლსკი – სამწუხარო მაგალითების საფუძველზე, ნებისმიერი პარტიის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეყნის გარედან დაფინანსება უნდა იქნას განხილული, როგორც რესურსი, იმოქმედონ ისე, რასაც უკარნახებენ
გია ვოლსკის განცხადებით, პარტიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეყნის გარედან ნებისმიერი დაფინანსება პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად მოსყიდვად უნდა იქნეს განხილული. ამ შეფასებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

იმ მაგალითების საფუძველზე, რაც უკვე არაერთი ვიხილეთ, ქვეყნის გარედან დაფინანსება ნებისმიერი პარტიის ან გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციის, ცალკეული პიროვნებისაც კი, უნდა იქნას განხილული როგორც რესურსი, მექანიზმი, რათა ფულისთვის, თუ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის იმოქმედონ ისე, როგორც უკარნახებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ბევრი სამწუხარო მაგალითი ვიხილეთ, როცა ქვეყნის გარედან დაფინანსება გამოყენებული იყო პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად.
„აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის ოპტიმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი გრანტი, ნებისმიერი დაფინანსება, ნებისმიერი აქტივობისა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება მობილიზებული. ასეთი რამ არ ხდება და დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ ამას უკვე არც არავინ არ მალავს. ნებისმიერი დაფინანსება, ნებისმიერი ადამიანის, თუ ადამიანთა ჯგუფის დაფინანსება, უნდა იყოს განხილული, როგორც მოსყიდვა კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, კომისიის დასკვნა ეხება 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.
ციტატები სტატიიდან
„აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის ოპტიმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი გრანტი, ნებისმიერი დაფინანსება, ნებისმიერი აქტივობისა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება მობილიზებული. ასეთი რამ არ ხდება და დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ ამას უკვე არც არავინ არ მალავს. ნებისმიერი დაფინანსება, ნებისმიერი ადამიანის, თუ ადამიანთა ჯგუფის დაფინანსება, უნდა იყოს განხილული, როგორც მოსყიდვა კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.