პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – საქართველოში გამჭვირვალობა უნდა იყოს და ვიცოდეთ, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება, გაკვეთილების ჩატარებას თუ იმას, როგორ გადაწვან სახელმწიფო დაწესებულებები

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში გამჭვირვალობა აუცილებელია, რათა ცნობილი იყოს, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება თუ სახელმწიფო დაწესებულებების გადაწვას. მისი თქმით, მიტინგებზე გამოსული უცხოელი მინისტრები ხალხს ექსტრემიზმისკენ მოუწოდებდნენ.

გია ვოლსკი – საქართველოში გამჭვირვალობა უნდა იყოს და ვიცოდეთ, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება, გაკვეთილების ჩატარებას თუ იმას, როგორ გადაწვან სახელმწიფო დაწესებულებები
პირველი არხი

გარე ჩარევას ვერ გამოვრიცხავთ, რა კონსპირაციული გეგმა განხორციელდება რევოლუციური პროცესების მიღმა, არ ვიცი, მაგრამ თუ შედეგით ვიმსჯელებთ, მძიმე მდგომარეობაში საფრანგეთი აღმოჩნდა, რადგან შიდა პროცესებზე გავლენა არსებობს, შემოდის თუ არა ამ პროცესების მხარდასაჭერად „შავი ფული“, ეს არ ვიცით, მაგრამ ამის პრევენცია აუცილებელია და ამ საჭიროებაზე ილაპარაკა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ ყველანაირი საშუალება ჩაიკეტოს, რათა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე გავლენა არ იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა ჯერზე დროულად იმოქმედა.

„როცა ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობდით, ამას „რუსული პროექტი“ დაარქვეს. თავად იყვნენ შემსრულებლები იმ გეგმის, რისი რეალიზაციაც იმავე მდგომარეობას მოიტანდა, რასაც საფრანგეთში, ბელგიაში თუ ალბანეთში ვხედავთ. საქართველოში მიზნად დასახული ზუსტად იგივე პროცესის განვითარება იყო. საქართველოში, მიტინგებზე, საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიოდნენ და ხალხს აგრესიისა და ექსტრემიზმისკენ მოუწოდებდნენ. ეს იყო, ეს ფაქტები შედგა, მაგრამ იმ პროცესებმა ის განვითარება და მასშტაბი ვერ მიიღო, როგორიც ჰქონდა წარმოდგენილი. სახელმწიფომ დროულად იმოქმედა და ეს ყველაფერი ვერ შესრულდა. საქართველოში გამჭვირვალობა უნდა იყოს და ვიცოდეთ, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება, გაკვეთილების ჩატარებას ახალგაზრდებისთვის თუ იმას, როგორ დაუპირისპირონ ძალა სამართალდამცავებს და როგორ გადაწვან სახელმწიფო დაწესებულებები. პარლამენტში გაჩენილი ხანძრები ვიხილეთ, მაგრამ რევოლუცია ვერ მოხდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გაცილებით დიდ მასშტაბებზე საუბრობს. რასაც ახლა საუბრობენ, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს ცივსისხლიანი პოლიტიკაა, რომელიც არავის ინტერესს არ დაგიდევს, თუ ეს კონკრეტულ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გია ვოლსკი – საქართველოში ქაოსის შექმნა ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული ადამიანების ინტერესშია და ეს ინტერესი უკავშირდება გავლენებს სტრატეგიულ მიმართულებებზე, ამ საკითხზე გამოძიება უნდა გაგრძელდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები