გიორგი ვოლსკი: ევროპაში, ევროპის ქალაქებში მიმდინარე ეს ძალიან მძიმე პროცესები ჰგავს მართულ ქაოსს - გარკვეული პოლიტიკური მიზნით ჩამოყალიბებულ სისტემას
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, ევროპის ქალაქებში მიმდინარე პროცესები „მართულ ქაოსს“ ჰგავს, საქართველო კი ამგვარი ქაოსის მოწყობის ერთ-ერთი სამიზნეა.
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი სამიზნე ქართული ქაოსის მოწყობის მიზნით, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპაში მიმდინარე პროცესების შეფასებისა.
იგი გამოეხმაურა საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროკომისია აფინანსებს საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციას.
„არაერთხელ აღვნიშნეთ და უნდა გავიმეოროთ, რომ ევროპაში, ევროპის ქალაქებში მიმდინარე ეს ძალიან მძიმე პროცესები ჰგავს მართულ ქაოსს - გარკვეული პოლიტიკური მიზნით ჩამოყალიბებულ სისტემას. ის, რომ ეს ფინანსდება, ჩვენთვის რაიმე რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან კონსპირაციული პროცესები, რომელიც მიმდინარეობს და ორიენტირებულია გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევაზე, რასაკვირველია, ეს ახალი არ არის, ყველასთვის ცნობილია. თუკი ეს დადასტურდა, რასაც საერთაშორისო მედია ასე სკანდალური ფორმით აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რასაკვირველია, აქ სერიოზული პასუხისმგებლობის თემა წამოიჭრება, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი სამიზნე ქართული ქაოსის მოწყობის მიზნით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციას აფინანსებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდნენ, დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ ან პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებდნენ. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ციტატები სტატიიდან
„არაერთხელ აღვნიშნეთ და უნდა გავიმეოროთ, რომ ევროპაში, ევროპის ქალაქებში მიმდინარე ეს ძალიან მძიმე პროცესები ჰგავს მართულ ქაოსს - გარკვეული პოლიტიკური მიზნით ჩამოყალიბებულ სისტემას. ის, რომ ეს ფინანსდება, ჩვენთვის რაიმე რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან კონსპირაციული პროცესები, რომელიც მიმდინარეობს და ორიენტირებულია გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევაზე, რასაკვირველია, ეს ახალი არ არის, ყველასთვის ცნობილია. თუკი ეს დადასტურდა, რასაც საერთაშორისო მედია ასე სკანდალური ფორმით აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რასაკვირველია, აქ სერიოზული პასუხისმგებლობის თემა წამოიჭრება, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი სამიზნე ქართული ქაოსის მოწყობის მიზნით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…