ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და ოპოზიციონერი ლიდერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველო
ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველონეტგაზეთი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და „დროას“ ლიდერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

დღეს ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან „თოდუას” კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ იგი ეტლით გადაადგილდება.

„პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას ჯერ კიდევ თვეების წინ გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ელენე პოლიტიკური პატიმარია“, — წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიუთითებს, რომ ელენე ხოშტარიას ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლის სამართლებრივს, ხოლო დაკისრებული სასჯელი – 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა — მისთვის შერაცხულ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია.

„მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან. ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიTI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საერთაშორისო გამჭვირვალობა” - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
  3. NEWS.GEსაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
  4. ბათუმელებიოპოზიციურიელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ – TI
  5. ფორმულაოპოზიციურიTI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას ჯერ კიდევ თვეების წინ გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ელენე პოლიტიკური პატიმარია“
„მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან. ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები