„საერთაშორისო გამჭვირვალობა” - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ.

ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაცია ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან “თოდუას” კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ იგი ეტლით გადაადგილდება. პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას ჯერ კიდევ თვეების წინ გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.
ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.
ელენე პოლიტიკური პატიმარია. ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვის იბრძვის. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თავის უწინდელ პუბლიკაციებში მიუთითებდა, მის მიერ ჩადენილი ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლისსამართლებრივს. ხოლო, დაკისრებული სასჯელი - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის შერაცხილ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია.
მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან.
ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.
მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას.
გვჯერა, რომ საქართველოში მოვა დრო, როდესაც დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც გასცემდა ბრძანებებს და მიზანმიმართულად მოქმედებდა საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ დ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მოვა დრო, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს და სამართალი გაიმარჯვებს!
თავისუფლება ელენე ხოშტარიას!
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაTI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ – TI
ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველო
TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებას
ციტატები სტატიიდან
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან “თოდუას” კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ იგი ეტლით გადაადგილდება. პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას ჯერ კიდევ თვეების წინ გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ელენე პოლიტიკური პატიმარია. ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვის იბრძვის. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თავის უწინდელ პუბლიკაციებში მიუთითებდა, მის მიერ ჩადენილი ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლისსამართლებრივს. ხოლო, დაკისრებული სასჯელი - 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის შერაცხილ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია. მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან. ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. გვჯერა, რომ საქართველოში მოვა დრო, როდესაც დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც გასცემდა ბრძანებებს და მიზანმიმართულად მოქმედებდა საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ დ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. მოვა დრო, როდესაც სამართლიანობა იზეიმებს და სამართალი გაიმარჯვებს! თავისუფლება ელენე ხოშტარიას! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…