ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"გორდულაძე სასამართლოს ჩარჩოებს უსაზღვრავს... მას მომავალ თავმჯდომარედ ვხედავ" - კოპალეიშვილის განცხადებას ხმაური მოჰყვა

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვისნაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილის განცხადებას, რომ არჩილ გორდულაძე სასამართლოს საქმიანობის ჩარჩოებს უსაზღვრავს და მას მომავალ მოსამართლედ ხედავს, დარბაზში ხმაური მოჰყვა. რევაზ ნადარაიამ ეს შეფასება სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია.

"გორდულაძე სასამართლოს ჩარჩოებს უსაზღვრავს... მას მომავალ თავმჯდომარედ ვხედავ" - კოპალეიშვილის განცხადებას ხმაური მოჰყვა
"გორდულაძე სასამართლოს ჩარჩოებს უსაზღვრავს... მას მომავალ თავმჯდომარედ ვხედავ" - კოპალეიშვილის განცხადებას ხმაური მოჰყვაTV პირველი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომ, მისი დაკვირვებით, გორდულაძე სასამართლოს საქმიანობის ჩარჩოებს უსაზღვრავს, რასაც დაბრაზში ხმაური მოჰყვა.

კოპალეიშვილმა ასევე დაამატა, რომ გორდულაძეს „საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ მოსამართლედ“ ხედავს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის რეპლიკა მოჰყვა: „ფუი ეშმაკს”.

„როგორც კი გორდულაძე რაღაც ჩარჩოებს განუსაზღვრავს სასამართლოს, ის შენიშვნებს აკეთებს მხარეების მიმართ. აუცილებლად უნდა ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ჩემი დაკვირვების შედეგად, ეს დღეები ყოველთვის ასე ხდება, გორდულაძე თითქოს რაღაც საქმიანობის ჩარჩოებს უსაზღვრავს სასამართლოს. შემდეგ უკვე რა რეპლიკაც თქვენგან მოდის, როგორც სასამართლოსგან, ზუსტად იგივეა, რასაც გორდულაძე ითხოვს. ბატონო არჩილ, თქვენ ყოფილიყავით მოსამართლე. მე ვხედავ ბატონ არჩილ გორდულაძეს, როგორც მომავალი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს”, განაცხადა კოპალეიშვილმა.

მას რევაზ ნადარაიამ უპასუხა და ასეთი შეფასება სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია.

ქალბატონო მაია ეს თქვენი უადგილო ჩართვები უკვე არის ძალიან ბევრი. ამას ახლა საფუძვლიანად უნდა გავცე პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ამაზე ყურადღება გამემახვილებინა. მინიმუმ იმის გამო, რომ 10 წელი თავად იყავით მოსამართლე. ბატონმა გორდულაძემ ამ ახსნა განმარტებების დროს, დღეს მხოლოდ 2 პროტესტი დააფიქსირა. მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს არის სასამართლოს შეურაცხყოფა, ეს თქვენ კარგად უნდა იცოდეთ. მეორე, ის რომ მხარემ პროტესტი დააფიქსირა ისევე, როგორც თქვენ, არის მხარის უფლება და ყველაზე მთავარი: ამ დღეების მანძილზე, როგორ შეიძლება იმაზე ისაუბროთ, რომ სასამართლო რაიმეში გზღუდავთ? მით უმეტეს იმ პირობებში და იმ მითითებით, რომ ამას აკეთებს მოსარჩელე მხარე და შემდგომ მოსამართლე ამაზე რეაგირებს მოსარჩელის სასარგებლოდ. ეს ხომ იყო ძალიან არაადეკვატური შეფასება მიმდინარე მოვლენების. როგორ შეიძლება დღე ნახევარია საუბრობთ, მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ შეგაწყვეტინოთ, როგორც კი განსახილველ თემას, რომელიმე ახსნა განმარტების მომხსენებლის მოხსენება გასცდა, დაუყოვნებლივ და მყისიერად გამოიწვია ხმაური და სხვადასხვა თემაზე საუბარი. აქედან გამომდინარე სასამართლოს ევალება წესრიგის დაცვა, არა იმიტომ, რომ ეს მისი განსაკუთრებული მოთხოვნა და ახირებაა, თუ აქ წესრიგი არ იქნა, ჩვენ ვერ გავიგებთ რაზე საუბრობთ. როგორ შეიძლება თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, სასამართლოს ამ პირობებში, როგორც წარიმართა სხდომა სასამართლოს პრეტენზია წაუყენოთ, რომ რაიმეში გზღუდავთ, ეს არის წარმოუდგენელი თქვენი მხრიდან. მე თქვენთან კამათს არ ვაპირებ, უადგილო იყო თქვენი სიტყვები და არც პირველი და მეორეა ეს შემთხვევა, სწორედ ამიტომ მაქვს ეს რეაქცია. თქვენ ცდილობთ სასამართლოს ისე წარმოჩენას თითქოს, რაიმე საკითხში გზღუდავთ და რეაგირებს მოსარჩელე მხარის პოზიციაზე. პირიქით, მოსარჩელე მხარემ წამოაყენა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი იქნება, მე არ მეძლევა უკვე დაფიქსირების საშუალება. თქვენ მინიშნებებს რაზეც აკეთებთ ძალიან არასწორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მხარეს მიეცა საფუძვლიანი პროტესტის საშუალება, ესე იგი მე ბატონ ნიკას დროზე ვერ შევაწყვეტინე”, - უპასუხა ნადარაიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაია კოპალეიშვილის განცხადებას, რომ სასამართლოს გორდულაძე უსაზღვრავს ჩარჩოებს და მას მომავალ თავმჯდომარედ ხედავს, ხმაური მოჰყვა - წითლიძემ მას უპასუხა რეპლიკით: „ფუი ეშმაკს“, ნადარაიამ კი თქვა, რომ კოპალეიშვილის შეფასება შეურაცხყოფაა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნადარაია კოპალეიშვილს: ცდილობთ სასამართლოს წარმოჩენას ისე, თითქოს რაღაცაში გზღუდავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები