პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რამდენიმე დღეა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გუნდი წარსულში გაკეთებული განცხადებებისა და ქმედებებისგან დისტანცირებას ცდილობს - შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს წარსული ციფრული არქივით შეახსენა

ლელოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძის გუნდს 2022 წლის საარქივო განცხადებები შეახსენა და „ლელო“ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებასა და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც პარტია უარყოფს.

რამდენიმე დღეა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გუნდი წარსულში გაკეთებული განცხადებებისა და ქმედებებისგან დისტანცირებას ცდილობს - შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს წარსული ციფრული არქივით შეახსენა
რუსთავი 2

რამდენიმე დღეა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გუნდი წარსულში გაკეთებული განცხადებებისა და ქმედებებისგან დისტანცირებას ცდილობს. პარტიამ ჯერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის უარყოფა სცადა, თუმცა არქივმა განსხვავებული სურათი აჩვენა. დღეს კი "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე მოხალისეთა თვითმფრინავის საქართველოდან კიევში გაგზავნა არასდროს მოუთხოვია.

ოპონენტს კვლავ წარსული და ციფრული არქივი შეახსენა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ქრონოლოგიურად გაიხსენა ის გარემოებები, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად ვითარდებოდა. უკრაინის პრეზიდენტისა და პრემიერის მოწოდებებს მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, მყისიერად მოყვა "ლელოს" ლიდერების იდენტური შინაარსის განცხადებები პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, რაც პაპუაშვილის აზრით, პარტიის ანტისახელმწიფოებრიობის პირდაპირი დასტურია.

ონლაინ არქივი დენის შმიგალისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 2022 წლის თებერვალ-მარტში გაკეთებულ განცხადებებს ინახავს. უკრაინის პრემიერმა ტვიტერზე, 28 თებერვალს, მათ შორის ქართულადაც, საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლი მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდა, რასაც პირველ მარტს პარლამენტში ამ მოთხოვნის სალომე სამადაშვილის მიერ გამეორება მოჰყვა, იმავე დღეს კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაურკვეველი მიზეზით საქართველოდან ელჩი გაიწვია.

სატელევიზიო არქივი სალომე სამადაშვილის 1 მარტის საპარლამენტო გამოსვლას ინახავს. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი უკრაინის პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებების გათვალისწინებას მოითხოვს. ღიად საუბრობს მოხალისეების თვითმფრინავის გაგზავნაზეც, რომელიც მებრძოლებითა და სამხედრო სამედიცინო პერსონალით უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული.

სამადაშვილის იმდროინდელი განცხადება და უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდება რომ დროში შემთხვევით არ დაემთხვა, ამაში საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია. კანონმდებლების თქმით, "ლელოს" და სხვა ოპოზიციური ძალების მაშინდელი პოზიცია, ქვეყნის ომში ჩართვის პირდაპირი მცდელობა იყო.

2022 წლისგან განსხვავებით, "ლელოში" დღეს დენის შმიგალი და მისი მოსაზრებები მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ. საარქივო მტკიცებულებების მიუხედავად, კვლავ ამბობენ, რომ "ლელო" მხოლოდ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა.

"ლელოს", "ნაციონალური მოძრაობის" იდეურ მოკავშირეს უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციური პროცესების სტიმულირებისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგა, რაც დღეს მიმდინარე კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლად იქცა.

ბათუმში რამდენიმე კვირაა 5 ოპოზიციური ძალის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. "ლელო" და სხვა ოპოზიციური პარტიები რამდენიმე დღეა აქტიურად უარყოფენ იმ ქმედებებს, რომელმაც ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე დააყენა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სალომე სამადაშვილი - გამოსვლა, სადაც უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას მოვითხოვ, არის თურმე სამხილი, რომ „ლელო“ ჯარის გაგზავნას მოითხოვდა - წილოსანი რომ ამას ამბობს, არაა გასაოცარი, აზრი ვერ გამოაქვს, აი, პაპუაშვილმა კი, თავადვე აღიარა, რომ მოიტყუაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები