ნადარაია კოპალეიშვილს: ცდილობთ სასამართლოს წარმოჩენას ისე, თითქოს რაღაცაში გზღუდავთ
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე რევაზ ნადარაიასა და მაია კოპალეიშვილს შორის კამათი მოხდა — ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფა უწოდა შეფასებას, თითქოს სასამართლო „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძის მოთხოვნებს ასრულებს.

ამ კამათს წინ უძღოდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას გამოსვლა. გვარამიამ ისაუბრა იმაზე, რითაც ამაყობს წინა ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდიდან, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
მის გამოსვლას „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და სასამართლოს მიმართა:
„კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი სასამართლოს და ამ საზოგადოების წინაშე. რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლეებო, ნიკა გვარამია რით ამაყობს? [...] სასამართლოს სხდომა ვერ გამოდგება თავისი პიროვნული შეხედულებებისა და გრძნობების ბენეფისად“.
ამის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაკვირვებით, გორდულაძე სასამართლოს საქმიანობის ჩარჩოებს უსაზღვრავს.
„გორდულაძე თითქოს რაღაც ჩარჩოებს უსაზღვრავს სასამართლოს საქმიანობას [...] შემდეგ უკვე რა რეპლიკა თქვენგან მოდის, როგორც სასამართლოსგან, ზუსტად ერთი ერთში ის არის, რასაც გორდულაძე ითხოვს“, – თქვა კოპალეიშვილმა.
კოპალეიშვილმა დაამატა, რომ გორდულაძეს „საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ მოსამართლედ“ ხედავს.
მას რევაზ ნადარაიამ უპასუხა და ასეთი შეფასება სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია.
„ბატონმა გორდულაძემ ამ ახსნა-განმარტებების დროს დღეს დააფიქსირა მხოლოდ და მხოლოდ ორი პროტესტი. მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს რაიმე სამოქმედოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს, ეს არის, პირველ რიგში, სასამართლოს შეურაცხყოფა“, – განაცხადა ნადარაიამ.
მისი თქმით, მხარეს პროტესტის გამოთქმის უფლება აქვს, სასამართლოს კი სხდომაზე წესრიგის დაცვა ევალება.
„როგორ შეიძლება თქვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, რომელიც 10 წელი მოსამართლე იყავით, [...] სასამართლოს წაუყენოთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმეში გზღუდავთ სასამართლო? ეს არის წარმოუდგენელი შეფასება თქვენი მხრიდან“, – მიმართა ნადარაიამ კოპალეიშვილს.
სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ კოპალეიშვილი ცდილობდა სასამართლოს ისე წარმოჩენას, თითქოს ის მხარეს ზღუდავდა და მოსარჩელის პოზიციაზე რეაგირებდა.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.
ციტატები სტატიიდან
„კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი სასამართლოს და ამ საზოგადოების წინაშე. რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლეებო, ნიკა გვარამია რით ამაყობს? [...] სასამართლოს სხდომა ვერ გამოდგება თავისი პიროვნული შეხედულებებისა და გრძნობების ბენეფისად“
„გორდულაძე თითქოს რაღაც ჩარჩოებს უსაზღვრავს სასამართლოს საქმიანობას [...] შემდეგ უკვე რა რეპლიკა თქვენგან მოდის, როგორც სასამართლოსგან, ზუსტად ერთი ერთში ის არის, რასაც გორდულაძე ითხოვს“
„საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ მოსამართლედ“
„ბატონმა გორდულაძემ ამ ახსნა-განმარტებების დროს დღეს დააფიქსირა მხოლოდ და მხოლოდ ორი პროტესტი. მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს რაიმე სამოქმედოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს, ეს არის, პირველ რიგში, სასამართლოს შეურაცხყოფა“
„როგორ შეიძლება თქვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, რომელიც 10 წელი მოსამართლე იყავით, [...] სასამართლოს წაუყენოთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმეში გზღუდავთ სასამართლო? ეს არის წარმოუდგენელი შეფასება თქვენი მხრიდან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…