პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს დარბაზის დატოვებით დაემუქრა, რასაც წინ უძღოდა კამათი მტკიცებულებების გამოკვლევის საჭიროებაზე სიტყვის უფლების შეზღუდვის გამო.

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში
ალია

კიდევ ერთი კამათი და დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამჯერად რევაზ ნადარია მაია კოპალეიშვილს დარბაზის დატოვებით დაემუქრა.

დაპირისპირება კი კოპალეიშვილის მოთხოვნამ გამოიწვია, მასაც სურდა ესაუბრა მტკიცებულებების გამოკვლევის საჭიროებაზე, თუმცა, ნადარაიამ ამის უფლება არ მისცა და უთხრა, რომ უკვე ბევრი მოისმინეს ამ თემაზე.

მაია კოპალეიშვილი: არ მაძლევთ უფლებას, რომ ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ვთქვა? არ არის სწორი

რევაზ ნადარაია: კი, კი სწორია, ძალიან სწორია, ბევრი ითქვა უკვე,

მაია კოპალეიშვილი: იცით, ეს რაზე მიანიშნებს? თითქოს, სასამართლო არის შეშინებული.

რევაზ ნადარაია: ქალბატონო მაია, შეშინებულები მეორედ ახსენეთ და დაგატოვებინებთ დარბაზს, აბრძანდით.

მაია კოპალეიშვილი: იცით, რას გეტყვით? ბატონო თავმჯდომარევ, თქვენ მე მაშინებთ ახლა? მე ვგავარ იმ ადამიანს, ვინმე რომ შემაშინებს?

რევაზ ნადარაია: არა, არა, საერთოდ არაა ჩემი ინტერესი…

მაია კოპალეიშვილი: თქვენ ვალდებული ხართ, მოუსმინოთ მხარეებ და არ მისმენთ, წერილობით მოგმართავთ, რამდენად არასწორი იყო, ბატონი ვასილის, ქალბატონი ევას ქცევა, მტკიცებულბათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, თუ გინდათ, ეს საჯარო, ფეისბუქპოსტით გავაკეთი, ასე გავაკეთებ, რადგან, თქვენ არ მაძლევთ შესაძლებლობას, რომ სასამართლოს წინაშე ჩემი აზრი გამოვთქვა,

რევაზ ნადარაია: ფეისბუქპოსტებს აქ ნუ შემოიტანთ ქალბატონო მაია….. არ დაბრზანდებით? დაგატოვებინოთ დარბაზი?

მაია კოპალეიშვილი: ჯერ გაფრთხილება უნდა გამიკეთოთ.

რევაზ ნადარაია: ბევრჯერ ხართ გაფრთხილებული. რაც გინდათ ის ფეისბუქპოსტები გააკეთეთ, თქვენი ფეისბუქპოსტებით ვის აშინებთ, მართლა..

ამის შემდეგ მოსამართლეთა პლენუმი სათათბიროდ გავიდა და ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მტკიცებულებათა გამოვკლევუის ეტაპი, დადგება თუ არა. (tvpirveli)

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიმოსამართლე ნადარაია მაია კოპალეიშვილს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა - ხმაური საკონსტიტუციოში
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები