ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს, 8-წლიანი მანდატის ამოწურვამდე დაახლოებით ცხრა თვით ადრე დატოვებს. ფინანსურ ინსტიტუტს მისი გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებსBM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს, 8-წლიანი მანდატის ამოწურვამდე დაახლოებით ცხრა თვით ადრე დატოვებს.

ფინანსური ინსტიტუტის განცხადებით, ლაგარდმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ევროზონის საპროცენტო განაკვეთების განმსაზღვრელ მმართველ საბჭოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას უკვე აცნობა.

ცენტრალურ ბანკს პრეზიდენტის წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია. მმართველმა საბჭომ ლაგარდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი ოვაციებით გააცილა.

აღსანიშნავია, რომ ECB-ს პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის შესახებ ვარაუდები თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ლაგარდს 2019 წლის ნოემბრიდან გამოჩენილი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. კოშტას თქმით, მმართველობის უწყვეტი გადაბარების უზრუნველსაყოფად, შემცვლელის დანიშვნის პროცესი დღესვე დაიწყება და შეფერხების გარეშე წარიმართება.

ევროკავშირის წესების თანახმად, ახალ პრეზიდენტს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან დაკომპლექტებული ევროპული საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით დაამტკიცებს. მანამდე კი კანდიდატურაზე რეკომენდაციას ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები გასცემენ, ხოლო კონსულტაციები ევროპარლამენტსა და ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოსთან გაიმართება.

ცნობისთვის, საფრანგეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალურ ბანკს სათავეში 2019 წლის ნოემბერში ჩაუდგა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები