ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებს
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს ის დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
„ახლახან ჩემს კოლეგებს ვაცნობე, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დავტოვებ. ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყის წყარო იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ გზაზე მხარს მიჭერდა“, - დაწერა ლაგარდმა.
ფრანგი კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2019 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა. მან ამ პოსტზე იტალიელი მარიო დრაგი შეცვალა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ახლახან ჩემს კოლეგებს ვაცნობე, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დავტოვებ. ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი და სიამაყის წყარო იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ გზაზე მხარს მიჭერდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…