პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში, ევროპის ქვეყნებმა რუსული ენერგორესურსების შესაძენად 250 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებაზე მეტია - ჯარედ კუშნერი​

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ევროპა თვალთმაქცობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საწვავი შეიძინეს, რაც უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას აღემატება.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში, ევროპის ქვეყნებმა რუსული ენერგორესურსების შესაძენად 250 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებაზე მეტია - ჯარედ კუშნერი​
რუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ევროპელებს თვალთმაქცობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ რუსეთის ენერგორესურსებზე ისინი უზარმაზარი თანხების ხარჯვას აგრძელებენ და ამავდროულად მხარს უკრაინას უჭერენ.

კუშნერის თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში, ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საწვავი შეიძინეს.

"ვგულისხმობ, რომ ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთიდან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წიაღისეული საწვავი (ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი) შეიძინა", - განაცხადა კუშნერმა.

კუშნერის განმარტებით, კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გადასცა დახმარების სახით.

"ასე რომ, ვფიქრობ, ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით გამოუყო - თუ ის მონაცემები, რომლებსაც მე ვხედავ, სწორია", - აღნიშნა კუშნერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი: თუ ევროპა შეძლებს ერთი ადამიანი შეარჩიოს, რომელიც მისი სახელით ილაპარაკებს, ეს უფრო დიდი მიღწევა იქნება, ვიდრე რუსების დარწმუნება, რომ ევროპელები მოლაპარაკებებში ჩართონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები