ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ გამოაცხადა და პოსტს 7 თებერვალს დატოვებს.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადარუსთავი 2

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება იმ ფონზე გამოცხადდა, როდესაც ევროპა ეკონომიკური არასტაბილურობის ზრდისა და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებით გამორჩეული საარჩევნო პროცესების წინაშე დგას.

გამოცემის ინფორმაციით, ლაგარდი თანამდებობას 7 თებერვალს დატოვებს, რაც ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებს მისი შემცვლელის არჩევის დროს მისცემს.

"ამ ინსტიტუტს იმ განცდით ვტოვებ, რომ ჩემი საქმე კარგად შევასრულე და ევროპის ცენტრალურ ბანკს მომავლის გამოწვევებისთვის მომზადებულს ვტოვებ", - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეომიმართვაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ აღნიშნა, რომ კრისტინ ლაგარდის შემცვლელის შერჩევის პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება.

reuters-ის ცნობით, ლაგარდის პოსტზე მთავარ კანდიდატებად ნიდერლანდებისა და ესპანეთის ცენტრალური ბანკების ყოფილი ხელმძღვანელები, კლაას ნოტი და პაბლო ერნანდეს დე კოსი მიიჩნევიან.

ლაგარდის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა ამოწურულიყო, თუმცა მისი შესაძლო ვადაზე ადრე წასვლის შესახებ ინფორმაცია თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს
  2. იმედინიუსისამთავრობოევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ინსტიტუტს იმ განცდით ვტოვებ, რომ ჩემი საქმე კარგად შევასრულე და ევროპის ცენტრალურ ბანკს მომავლის გამოწვევებისთვის მომზადებულს ვტოვებ“
კრისტინ ლაგარდი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ტოვებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები