პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

26-27 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტზე იმსჯელებენ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსა და უკრაინის 2027...

26-27 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე ევროკავშირის ბიუჯეტზე, უკრაინის დაფინანსებასა და ევროპის ცენტრალური ბანკის მომავალ ხელმძღვანელზე იმსჯელებენ. ანტონიუ კოშტას განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა თავად ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტირებაა.

26-27 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტზე იმსჯელებენ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსა და უკრაინის 2027...
რადიო თავისუფლება

26-27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის ახალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსა (MFF) და 2027 წლისთვის უკრაინის დაფინანსებაზე იმსჯელებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ევროკავშირის ლიდერებისთვის განკუთვნილ მიწვევის წერილში აღნიშნავს, რომ “დადგა MFF-ზე შეთანხმების მიღწევის დრო. შეხვედრის წინ წარმოვადგინე საყოველთაო შეთავაზება, რომელსაც იმედი მაქვს კომპრომისის სულისკვეთებით განიხილავთ. ჩვენ გვეკისრება კოლექტიური პასუხისმგებლობა დაბალანსებული შეთანხმების მიღწევაზე , რომელიც ევროკავშირს გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას მისცემს: კონკურენციის გაზრდით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებით და მსოფლიოში ევროპის წარდგენით, იმ პოლიტიკების დაცვით, რომელთა ღირებულებამაც დროს გაუძლო“.

მომავალი წლისთვის უკრაინის დაფინანსებაზე კოშტა აცხადებს: “უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა ევროპისავე უსაფრთხოებაში ინვესტირებაა”. უკრაინის დაფინანსებაზე მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ უხელმღვანელებს ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB). ბანკის ახლანდელი პრეზიდენტი ქრისტინ ლაგარდი „ევროჯგუფის“ პრეზიდენტ კირიაკოს პიერაკაკისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 26 ნოემბერს დაგეგმილ „ევროსამიტში“. ისინი ევროკავშირში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ანალიზს გაუზიარებენ ევროკავშირის ლიდერებს.

„ეს იქნება აგრეთვე შესაძლებლობა მადლობა გადავუხადოთ ქრისტინ ლაგარდს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობისას მისი მტკიცე და მიზანდასახული საქმიანობისთვის, 2019 წლიდან დღემდე და ევროპული პროექტისადმი მისი ერთგულებისთვის“.

მედიით გავრცელებული ცნობებით, ქრისტინ ლაგარდის ჩამნაცვლებელთა შორის ყველაზე რეალურ კანდიდატებად განიხილებიან ესპანელი ეკონომისტი პაბლო ერნანდეს დე კოსი და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კლაას კნოტი.

ქრისტინ ლაგარდი ECB-ს პრეზიდენტი პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, რვაწლიანი ვადის ამოწურვამდე. ეს გადაწყვეტილება მან ოქტომბერში გამოაცხადა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოანტონიუ კოშტა: უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციაა - ევროკავშირის ლიდერები 26-27 ნოემბერს კიევის 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დროა ყველა ლიდერი ჩაერთოს ამ დისკუსიაში ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტი დროულად უნდა დავამტკიცოთ - ანტონიუ კოშტა​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები