პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი - საქართველო ყოფილიყო მსხვერპლი ისეთი რევოლუციისა, როგორიც ახლა თავადვე მიიღეს გაასმაგებული მასშტაბით" - გია ვოლსკი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ბრიუსელს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დასავლეთის პოლიტიკური მიზანი საქართველოში ძალისმიერი გადატრიალება და ხელისუფლების შეცვლა იყო.

ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროპის ქალაქებში საჯარო შენობებზე თავდასხმები და პოლიციელებზე ძალადობა ევროკომისიამ მკაცრად დაგმო და თქვა, რომ მომიტინგეების ქმედებები სცილდება დემოკრატიულ ჩარჩოებს.

სწორედ მსგავს ფრაზებს ელოდებოდა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან 7 წლის განმავლობაში უშედეგოდ. "ამ ქმედებით აშკარად გამოიკვეთა მათი პოლიტიკური მიზანი" - ამბობენ უმრავლესობაში.

"ქვეყანა ვალდებულია, კანონით დაიცვას საკუთარი თავი. ასეთ განცხადებებს, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ველოდებოდით 2019-შიც, 20-შიც, 21-შიც, 22-ში, 23-ში და 2025 წელსაც. არანაირი ასეთი განცხადება არ გაკეთებულა. გეგმა ეგ იყო, რომ საქართველოში ეს ცეცხლი, რომელიც არაერთხელ დაანთეს, ყოფილიყო იმდენად მძლავრი, რომ სახელმწიფოში მომხდარიყო გადატრიალება და ძალისმიერი ცვლილება ხელისუფლების. აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი, რომ საქართველო სწორედაც ყოფილიყო მსხვერპლი ასეთი რევოლუციისა, რაც მიიღეს გაათმაგებული და გაასმაგებული მასშტაბით", - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია ვოლსკი – საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები