ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გვარამია: ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"

ქართული ოცნებაკოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ნორმის განმარტების სისტემითა და კონსტიტუციური კრიტერიუმებით, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა“.

გვარამია: ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
გვარამია: ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"TV პირველი

"ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა" - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

გვარამიას განმარტებით, თუ იმგვარად წავიკითხავთ ნორმას და იმგვარ სტანდარტებს მივუყენებთ ქმედებებს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი.

გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ ხუთ საფუძველზე, რომლითაც სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“. ხუთივე საფუძვლის სარკისებური წაკითხვა, რაშიც ვგულისხმობ მათი სარჩელის მიხედვით სტანდარტის აპლიკაციას, ერთ რამეს აჩვენებს - სარჩელის განმარტებით: „ყოველ მმართველ ძალას, რომელიც კონსტიტუციურ კურსს ცვლის, ოპოზიციას სჯის და პროტესტს ძალით შლის, უფრო ზუსტად აღწერს, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც ითხოვს არჩევნებს, ითხოვს სამართლიანობას და თავისუფლებას უკანონო პატიმრებისთვის“. შესაბამისად, თუ იმგვარად წავიკითხავთ ნორმას და იმგვარ სტანდარტებს მივუყენებთ ქმედებებს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი.

შესაბამისად, ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი პარტია არის თავად „ქართული ოცნება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიიმ სისტემით, რომელსაც გვთავაზობს მოსარჩელე, ასაკრძალი პარტია თავად „ოცნებაა“ – გვარამია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გვარამია: თუ საკონსტიტუციოს არ უნდა ჩამორთმეოდა (პარტიების აკრძალვის) უფლება, ეს ნიშნავს, რომ დაპირება იქნა გაცემული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები