ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს, ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას, ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის ევროინტეგრაციას - ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნება

ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ან ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციას, ან დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს. თავის მხრივ, მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს უარგუმენტოდ მიიჩნევს.

უკვე ერთი საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. მოსამართლეთა კოლეგია კვლავ ნიკა გვარამიას უსმენს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები, ახსნა-განმარტების ეტაპზე, საკუთარი პოზიციების წარდგენას დღესაც განაგრძობენ.

ოპოზიციის მოსაზრებებსა და ბრალდებებს უარგუმენტოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გვარამია აკრიტიკებს ხელისუფლებას, თუმცა კონკრეტულად არაფერს ამბობს სარჩელში მისი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია მოსამართლეების მისამართით სანქციებითაც იმუქრება და ამტკიცებს, რომ პარტიების გაუქმება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას გამოიწვევს.

"შევეცდები დავასაბუთო, რომ თქვენი გადაწყვეტილება ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და კონსტიტუციის 78-ე მუხლი თქვენთვის არის სახელმძღვანელო, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების მიღებისას. 78-ე მუხლი არა მხოლოდ ზომების მიღებას გვავალდებულებს თავისი იმპერატიული დავალებით, არამედ უპირველეს ყოვლისა, ისეთი ზომების მიღებას კრძალავს, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს გახდის.

და, დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის უარი პარტიების აკრძალვაზე ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია თავის გადაწყვეტილებებში სწორედ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დანაწესით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგვარამია საკონსტიტუციოში: ასაკრძალი პარტია თავად „ქართული ოცნებაა“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შევეცდები დავასაბუთო, რომ თქვენი გადაწყვეტილება ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და კონსტიტუციის 78-ე მუხლი თქვენთვის არის სახელმძღვანელო, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების მიღებისას. 78-ე მუხლი არა მხოლოდ ზომების მიღებას გვავალდებულებს თავისი იმპერატიული დავალებით, არამედ უპირველეს ყოვლისა, ისეთი ზომების მიღებას კრძალავს, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს გახდის. და, დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის უარი პარტიების აკრძალვაზე ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია თავის გადაწყვეტილებებში სწორედ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დანაწესით“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები