ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“

ქართული ოცნებაკოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ კონსტიტუციური კრიტერიუმებითა და მოსარჩელის მიერ შეთავაზებული სტანდარტით, მთავარი ასაკრძალი პარტია თავად „ქართული ოცნებაა“.

ნიკა გვარამია - მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“
ნიკა გვარამია - მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ინტერპრესნიუსი

მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ ანუ ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი პარტია არის თავად „ქართული ოცნება“ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ნორმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მსგავსად აღიქმება, „პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი“.

„გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ ხუთ საფუძველზე, რომლითაც სარჩელში არსებული სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“. ხუთივე საფუძვლის სარკისებური წაკითხვა, რაშიც ვგულისხმობ მათი სარჩელის მიხედვით სტანდარტის აპლიკაციას, ერთ რამეს აჩვენებს - სარჩელის განმარტებით: „ყოველ მმართველ ძალას, რომელიც კონსტიტუციურ კურსს ცვლის, ოპოზიციას სჯის და პროტესტს ძალით შლის, უფრო ზუსტად აღწერს, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც ითხოვს არჩევნებს, ითხოვს სამართლიანობას და თავისუფლებას უკანონო პატიმრებისთვის“. შესაბამისად, თუ იმგვარად წავიკითხავთ ნორმას და იმგვარ სტანდარტებს მივუყენებთ ქმედებებს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი.

შესაბამისად, ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი პარტია არის თავად „ქართული ოცნება“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიიმ სისტემით, რომელსაც გვთავაზობს მოსარჩელე, ასაკრძალი პარტია თავად „ოცნებაა“ – გვარამია
  2. TV პირველიოპოზიციურიგვარამია: ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პლურალისტური წესრიგის დამრღვევი, ავტომატურად წაიკითხება როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი და ძალაუფლების მიმთვისებელი“
„ყოველ მმართველ ძალას, რომელიც კონსტიტუციურ კურსს ცვლის, ოპოზიციას სჯის და პროტესტს ძალით შლის, უფრო ზუსტად აღწერს, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც ითხოვს არჩევნებს, ითხოვს სამართლიანობას და თავისუფლებას უკანონო პატიმრებისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს, ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას, ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის ევროინტეგრაციას - ნიკა გვარამიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები