პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია: შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, თუ რა მიზეზით აღმოჩნდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას განცხადებით, მერვე დაწესებულებაში პატიმრების ლიმიტზე მეტი რაოდენობაა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, რა მიზეზით აღმოჩნდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში.

პაატა სალია: შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, თუ რა მიზეზით აღმოჩნდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში
იმედინიუსი

საერთო ჯამში, რაც არის პატიმრების რაოდენობა, გადატვირთულობა არ გვაქვს, თუმცა, არის ორი დაწესებულება, სადაც გვაქვს ხოლმე გარკვეული გადატვირთულობა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაატა სალია ასევე გამოეხმაურა ბრალდებული ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საქმეს და აღნიშნა, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, თუ რა მიზეზით აღმოჩნდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ვიცით, რომ მერვე დაწესებულებაში არის ლიმიტზე მეტი რაოდენობა პატიმრებისა, თუმცა, კონკრეტულად ფეიქრიშვილების საქმეზე როცა ვსაუბრობთ, მე არ ვიცი, რამდენად იყო ეს გარემოება მიზეზი იმისა, თუ რატომ აღმოჩნდნენ ფეიქრიშვილთან ერთად საკანში სხვა პირები. მე არ ვიცი, იყო თუ არა [წარსულში] ამ პირებს შორის დაპირისპირება, ეს არის, ზოგადად, მოარული ხმები. ნებისმიერ პირს შეუძლია, ნებისმიერი რამ განაცხადოს; ჰქონდა თუ არა ამ ფაქტებს ადგილი, საბოლოო ჯამში, უნდა დაადგინოს გამოძიებამ. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას, გესაუბროთ დეტალებზე, რაც ჩემთვის არ არის ცნობილი, და რასაც შესაძლოა, რომელიმე მხარე გარკვეული სპეკულაციისთვის იყენებდეს. ისეთ ფაქტებზე, რაც არ არის დადგენილი სასამართლოს მიერ, მე ვერ გაგცემთ პასუხს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, თუ რა მიზეზით აღმოჩდნენ სხვა პირები ფეიქრიშვილის საკანში
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალია დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე - ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მყისიერი რეაქცია მქონდეს დარღვევაზე - მიუხედავად იმისა, რას აცხადებდა პენიტენციური სამსახური, ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები